11 ოქტომბერი 2024,   22:51
ვრცლად
პატრიარქის მოკრძალებული იუბილე - ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ილია მეორე საშობაო წირვის ჩატარებას

პატრიარქის 85 წლის იუბილე ყველაზე მოკრძალებული აღმოჩნდა. ილიას მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა. საპატრიარქოში დილიდან ექიმთა კონსიულიმი შეიკრიბა, მედიკოსებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს რომ ილია მეორეს იზოლაცია მწვავე ბრონქიტის გამო დღეს აუცილებელი იყო, შექმნილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი უწმინდესობა კლინიკაში არ გადაუყვანიათ, თუმცა ის მკურნალობის კურსს საპატრიარქოში გაივლის.

2 დღეში შობის ბრწყინვალე დღესასწაულია, ახლა ყველა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ელოდება, „კურიერის“ ინფორმაციით ეპისტოლე პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა პატრიარქის მითითებით უკვე დაწერა, თუმცა საზეიმო წირვის ჩატარებას შეძლებს თუ არა ილია მეორე დაზუსტებით არავინ იცის, ექიმები და სინოდის წევრები ამბობენ რომ ყველაფერი კეთდება პატრიარქის გამოჯანმრთელებისთვის.

ერთადერთი ღონისძიება რომელიც ილია მეორეს დაბადების დღეს მიუძღვნეს, ბიბლიის ახალი გამოცემის პრეზენტაცია იყო. განახლებული ვერსია, შევსებული ხელნაწერებით 90-იან წლებში გამოცემის შემდეგ პირველად გამოუშვეს. ასევე  85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილია მეორემ დღეს მხოლოდ რამდენიმე სტუმარი მიიღო. საპატრიარქოში მივიდნენ პრეზიდენტი, პრემიერი პარლამენტის თავჯდომარე და რამდენიმე მინისტრი. 

პატრიარქი 1933 წლის 4 იავნარს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. ილია მეორესთვის ეს თარიღი ორმაგად საიუბილეო - დაბადებიდან 85 და პატრიარქობიდან 40 წელი შესრულდა.

დღის ამბები