11 ოქტომბერი 2024,   22:41
ვრცლად
სახიფათო გართობის მსხვერპლი - 45 წლის ქალი მოპირდაპირე კორპუსიდან გასროლილი პიროტექნიკის ნაწილებით დაშავდა

სახიფათო გართობის მსხვერპლი - 45 წლის ელენა ბერეზინა სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელს ტვინის შერყევის დიაგნოზი სასწრაფოს ექიმებმა დაუსვეს. ძლიერი აფეთქების გამო, ბერეზინას ამ დრომდე არ ესმის და აღენიშნება დაბეჟილობა.

ელენა ბერეზინა დღეს გამთენიისას მოპირდაპირე კორპუსიდან გასროლილი პიროტექნიკის ნაწილები მოხვდა. მარტოხელა ბიზნესმენმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, ვერც მათ დაადგინეს, ვისი ნასროლი მაშხალით დაზარალდა ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი.

სახიფათო გართობის მსხვერპლი რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელიც ადასტურებს. გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ კარიერის განმავლობაში სხვის მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაშავებული მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე ახსოვს.

პიროტექნიკის აივნიდან სროლა რომ აკრძალულია, ეს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კოდექსში წერია, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უნდა ხელმძღვანელობდეს. ჯერ მხოლოდ 4 იანვარია და წელს პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვმა წინა წლების რეკორდი უკვე მოხსნა. 100-ზე მეტი დაშავებულიდან ორს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

დღის ამბები