21 დეკემბერი 2024,   17:51
ვრცლად
რთულია პრეცედენტების ნახვა, როცა პრეზიდენტს ედავებიან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო შეწყალებასთან დაკავშირებით - სულხან სალაძე

„ძალიან რთულია პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტების ნახვა, როდესაც პრეზიდენტს ედავებიან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო შეწყალებასთან დაკავშირებით,“ - ასე შეაფასა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. 

იურისტების განცხადებით, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა საქართველოს და საერთაშორისო სამართლის ისტორიაში.

„პრეზიდენტების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შეწყალების უფლების გამოყენება ხშირად გამხდარა მათ შორის კრიტიკის საგანი, თუმცა საუბარი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რომელზეც ჩვენთან გვაქვს შეთხვევა, ეს არის იშვიათი მოვლენა,“ - აღნიშნა სალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები