09 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
ბრიტანული აკადემია 71-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის გამარჯვებულებს 18 თებერვალს გამოავლენს

ბრიტანულმა კინოაკადემიამ BAFTA-ს პრემიის ნომინანტები დაასახელა. ოქროს გლობუსის აღების შემდეგ გილერმო დელ ტორო ბრიტანული კინოაკადემიის პრემიის მიერ დასახელებულ საუკეთესო რეჟისორებს შორის მოხვდა, ფილმისთვის „წყლის ფორმა.“

მთავარი როლის შემსრულებელი ქალის  ნომინანტთა შორის კი ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი სალი ჰოუკინსი მოხვდა.

ამავე კატეგორიის ნომინანტია ფრენსის მაკდორმანდი ფილმში „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე“ შესრულებული როლით. ოქროს გლობუსის პრემიის ტრიუმფატორი ფილმი ამჯერად 9 ნომინაციაზეა წარდგენილი.

სურათი BAFTA-ს ჯილდოს მოპოვებას საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ბრიტანული ფილმის, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში შეეცდება.

ასევე 9 ნომინაციაზეა წარდგენილი  ფილმი „ბნელი საათი.”

უნსტონ ჩერჩილის შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, გარი ოლდმანი 4 კონკურენტთან ერთად მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს.

8-8 ნომინაცია შეხვდათ „სამართებელზე მორბენალს“ და „დანკირკს.“ ნომინანტები საზოგადოებას დღეს ლეტიცია ვრაითმა და ნატალი დორმერმა წარუდგინეს.

71-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის გამარჯვებულებს ბრიტანული აკადემია 18 თებერვალს გამოავლენს.

დღის ამბები