10 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე - სამოქალაქო სექტორი დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს 

არასამთავრობო ორგანიზაციები თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დღეს აქცია იგეგმება.

სამოქალაქო სექტორში სუს-ის უკონტროლო ძალაუფლებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია შეწყდეს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

შეკრება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“, ასევე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“ და „აუდიტორია N115“-ის ინიციატივით იგეგმება.

„ჩვენ გვესმის, რომ ეს სპეცოპერაცია არ იყო მხოლოდ ერთი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული და ის მთლიანად ქისტ თემს მიემართება. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და ამავდროულად სახელმწიფოს და ყველა პოლიტიკური ხელისუფლების მიერ პანკისის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის პოლიტიკის და სტრატეგიის შეწყვეტა. ამავდროულად ამ საქმეში გამოჩნდა სუს-ის უკონტროლო ძალაუფლების საკითხი, შესაბამისად ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლების მიერ სუს-ის მანდატის და უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვას,“-აცხადებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

19 წლის ახალგაზრდა გუშინ გამთენიისას გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები