14 ოქტომბერი 2024,   21:29
ვრცლად
ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან დაახლოებით 50-მდე მრავალწლოვანი ხე მოჭრეს

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან დაახლოებით 50-მდე მრავალწლოვანი ხე მოჭრეს. ხეების მოჭრა კი საჭირო გახდა თაფურის ჯიშის იშვიათი ხეების გადასატანად, რომელიც ჩაქვიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში გადააქვთ.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ინსი“ აწარმოებს, რომელმაც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ხეების მოჭრის ნებართვა წარმოუდგინა. დოკუმენტი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიერაა გაცემული. ხეების მოჭრის პროცესი "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ისინი პასუხს ითხოვენ აჭარის მთავრობისგან, თუ რატომ გაიცა ნებართვა ხეების ჭრაზე.  

დღის ამბები