25 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
ამერიკელი ექიმები დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლას ითხოვენ

ამერიკელი ექიმები დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლას ითხოვენ.

ამის შესახებ საუბარია ღია წერილში, რომელიც მედიკოსებმა თავის კოლეგას რონი ჯექსონს გაუგზავნეს.

ექიმები მიიჩნევენ, რომ 71 წლის პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად რამდენიმე სტანდარტული ტესტის ჩატარებაა აუცილებელი. 

თეთრ სახლში შესვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა პირველი ფიზიკური სამედიცინო შემოწმება ორი დღის წინ გაიარა, რის შემდეგაც ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად ჯანმრთელია.

დღის ამბები