09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
კოალიციის ავიაციამ კობანის ცენტრზე ისლამური სახელმწიფოს იერიშები შეაჩერა

კოალიციის ავიაციამ სირიის სასაზღვრო ქალაქზე ისლამური სახელმწიფოს იერიშები შეაჩერა. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა კობანის ცენტრისკენ სვლა შეწყვიტეს და შემოგარენში დაკავებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

დილიდან თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ტერორისტთა საცეცხლე წერტილებს ამერიკული ავიაცია ბომბავს. ქურთი მებრძოლები აცხადებენ, რომ ისლამური სახელმწიფო კობანის ტერიტორიის მხოლოდ 20 პროცენტს აკონტროლებს.

პარალელურად, თურქეთი კვლავ გამორიცხავს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას და საერთაშორისო გაერთიანებას სირიის საჰაერო სივრცის ბუფერულ ზონად გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ამ შემთხვევაში ფრენა სირიის სამთავრობო ძალების ავიაციასაც აეკრძალება.

დღის ამბები