23 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულებთან გადაღებული ფოტოები - პანკისში იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელთა გამოც 3 ახალგაზრდა სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიების ფარგლებში სამი ახალგაზრდის დაკითხვის შესახებ მათი ოჯახის წევრები საუბრობენ. მათი განცხადებით, 10-საათიანი დაკითხვის მიზეზი ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულებთან ნაცნობობა და მათთან ერთად გადაღებული ფოტოები გახდა.

ტერორიზმის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო. ნინო ლომჯარია დაკავებულთა ოჯახის წევრებს და დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს შეხვდა. ლომჯარია მზად არის, გახდეს შუამავალი ხელისუფლებასა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შორის.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, იუსუფ ხანგოშვილის მამა დღეს პირველად ყვება, რა ვითარებაში გაიცნო მისმა შვილმა ახმედ ჩატაევის რაზმის წევრები.

იუსუფ ხანგოშვილი ერთ ერთია, ვინც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ და დაკავებულ პირებთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. ინტერპოლის მიერ ძებნილებთან კავშირების გამო, ხანგოშვილს გუშინ უსაფრთხოების სამსახურში 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

კადრები, რომელიც ტერორიზმის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა, 2017 წლის 11 ნოემბერს, სპეცოპერაციამდე 10 დღით ადრეა გადაღებული, ვიდეომასალაში თემირლან მაჩალიკაშვილი, იუსუფ ხანგოშვილი და ტერორიზმში ბრალდებულები ერთად ჩანან.

უსუფ ხანგოშვილთან ერთად, სუს-ში 10 საათის განმავლობაში კითხავდნენ პანკისის ხეობის კიდევ ერთ მცხოვრებს. 

გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი კითხვებზე პასუხის გაცემას ამჯერად უკვე სუს-ის უფროსისგან, ვახტანგ გომელაურისგან ითხოვს. მაჩალიკაშვილები საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად ამზადებენ.

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები