10 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეთა ნაწილს სამართალდამცავები ხელმეორედ კითხავენ

გიორგი ჭანტურიას საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საგამოძიებო უწყებას 3 საათი რჩება. მას ამ დრომდე ბრალი წარდგენილი არ აქვს. პროკურატურაში ადვოკატებს ეუბნებიან, რომ ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

ჭანტურიას ინტერესების დამცველი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. პოლიციის შენობასთან კი, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილი.

გიორგი ჭანტურიას მეუღლის, ანა ხურციას თქმით, ჩხრეკის დროს მართლსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

„ბრალდება არის აბსოლუტურად აბსურდული. ამოღებულიაო 6 ვაზნა, რაზეც ჩემი მამამთილი ადასტურებს, რომ ეს მას ეკუთვნის. ასე, რომ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა,“ - განაცხადა ანა ხურციამ.

ანა ხურციას თქმით, წილების გასხვისებასთან დაკავშირებით საუბარი მას და მის მეუღლეს შორის არ შემდგარა. მან ასევე, აღნიშნა, რომ ქუთათელაძის გვარი აქამდეც გაგონილი ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის ტიპის იარაღის 9 ვაზნა. გიორგი ჭანტურიას ბრალი 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ვაზნების უკანონო შენახვას გულისხმობს.

15 იანვარს შპს "ერთობის" ტერიტორიაზე მოკლული გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში ნახეს.

პარალელურად მიმდინარეობს ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეთა დაკითხვა. მათი ნაწილი სამართალდამცავებმა მეორედ დაკითხეს

ამავე თემაზე
დღის ამბები