თურქეთში მასშტაბურ ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ავტობუსი, რომლითაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიდიოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევა ესკი-შეჰირის პროვინციაში მოხდა. ავარიის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა. გამოძიება ავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგენს.
ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსს მაგისტრალზე ცხოველმა გადაურბინა.
ამ დროისთვის ავტობუსის ორივე მძღოლი დაკავებულია. მათ არდადეგების პერიოდში მოსწავლეები ანკარიდან თურქეთის ერთ-ერთ სამთო-სათხილამურო კურორტზე უნდა ჩაეყვანათ.