ბრიტანეთში ფილმ ფორსაჟზე დაფუძნებული ლაივ შოუ გაიხსნა. შთამბეჭდავ სანახაობას ლონდონის სტადიონმა უმასპინძლა.
3D ტექნოლოგიის გამოყენებით არენაზე მანქანებმა, წყალქვეშა ნავებმა და ტანკებმა მანევრები შეასრულეს. პროექტი 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.
პრემიერას ფილმის შემოქმედებითი გუნდიც ესწრებოდა, მათ შორის, მთავარი როლის შემსრულებელი ვინ დიზელი.
ვინ დიზელმა განაცხადა, რომ მისი პარტნიორი პოლ უოკერი ლაივ შოუთი კმაყოფილი დარჩებოდა. უოკერი 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.