21 დეკემბერი 2024,   17:59
ვრცლად
პოროშენკო საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დამატებას სთავაზობს

პეტრო პოროშენკო საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხის დამატებას სთავაზობს.

ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე პოროშენკოსა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

"ეს დაგვეხმარება, რომ მივიქციოთ უფრო მეტი ყურადღება და სტიმული მივცეთ ევროპას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადა გაახანგრძლივოს," - წერია დოკუმენტში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ასევე იმსჯელეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობაზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები