21 დეკემბერი 2024,   17:50
ვრცლად
საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.

მადრიდში გამართული გამოფენა და იქ მოქმედი საქართველოს ტურისტული სტენდი ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, დაათვალიერა.

მადრიდის ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. დამთვალიერებლებს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს, შეეძლოთ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და 3D ვირტუალური რეალობის სათვალეებით ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

მადრიდის გამოფენაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, საქართველოს რვა წამყვანი ტურისტული სააგენტოც მონაწილეობს.

 გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

დღის ამბები