21 დეკემბერი 2024,   17:45
ვრცლად
მოკლული გენერალი სამსონ ქუთათელაძე ოქროყანის სასაფლაოზე დაკრძალეს

საკუთარ კაბინეტში მოკლული გენერალი სამსონ ქუთათელაძე ოქროყანის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ქუთათელაძე სახლიდან ტაბახმელის ეკლესიაში გადაასვენეს. გარდაცვლილის ხსოვნას პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა პატივი მიაგეს. ისინი გენერლის მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებაზე საუბრობენ.

„ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ახლა ცდილობენ, რომ ეს საქმე, თითქოს, დააკავშირონ ყოფით პრობლემებთან. ეს ასე არ არის. როდესაც ქვეყანაში მკვლელობები ხდება და არ ხდება მისი გამოძიება, სწორედ ისაა შედეგი, რაზეც აქ ვდგავართ, საწუხაროდ. როდესაც საუბარი იყო, რომ ჩვენ ძველ, 1990-იან წლებში დავბრუნდებოდით, საუბარი იყო ამაზე, რომ ადამიანის სამუშაო კაბინეტში შედიან დ 6 ტყვიით კლავენ. ეს არის იმის შედეგი, რომ ხელისუფლების არცერთი შტო არ დგას მოწოდების სიმაღლეზე,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით კირკიტაძემ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა, დავით სიხარულიძემ, განაცხადა, რომ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ. მან საქმეს „საქართველოს ღირსების საქმე“ უწოდა.

15 იანვარს ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მოწილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე დაკავებული არ ჰყავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები