21 დეკემბერი 2024,   17:59
ვრცლად
არასამთავრობოები სასამართლო ხელისუფლებას წინდახედულობისკენ მოუწოდებენ

„მთავარი არის, რომ ჩვენ გავიგოთ, რამდენად თავისუფალ გარემოში მოქმედებდა ორივე მოსამართლე და რამდენად ჰქონდათ მათ კანონთან შეუსაბამო კომუნიკაცია რომელიმე გარეშე პირთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, კლუბ ბასიანთან მომხდარი ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.

არასამთავრობო სექტორი კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და საქმეში პოლიტიკური თანამდებობის პირის შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს.

ეკა გიგაურის თქმით, მთავარია, გაირკვეს, ხომ არ იქონია გავლენა რომელიმე პოლიტიკურმა პირმა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანაზე.

„იყო საუბარი იმაზეც, რომ განსაკუთრებული ოჯახის წარმომადგენელი იყო ეს პირი და ზუსტად ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო და ფაქტობრივად იმ პრაქტიკაში არ ჯდება, რაც აქამდე ჰქონდა ამ კონკრეტულ მოსამართლეს და ზოგადად, სასამართლოს,“ - განაცხადა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, აღნიშნავს, რომ, როდესაც საქმეში სამართალდამცავის დაჭრა ფიგურირებს, სასამართლო გაცილებით წინდახედული უნდა იყოს.

„მიუთითებს ტენდენციაზე, რომ როდესაც შესაძლებელია, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების დროს ხელმძღვანელობდეს არა კანონის მოთხოვნებით და აღმკვეთ ღონისძიებას იყენებდეს ამის გამო, არამედ სხვა სუბიექტური კატეგორიებით, რაც ნამდვილად არ არის კარგი,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები