21 დეკემბერი 2024,   18:03
ვრცლად
სინამდვილეში, რუსეთი დღეს უფრო ხულიგანია - ნოდარ ხარშილაძე

„არ მომწონს ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, თითქოს, ეს მათ არ ეხებათ, არაფერი ხდება, საერთოდ არავინაა მხილებული რუსეთთან თანამშრომლობაში. ვიქცევით ისე, თითქოს, რუსეთი მთელ დანარჩენ სამყაროში მუშაობს და საქართველო გამონაკლისია,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე, NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 29% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.

ნოდარ ხარშილაძემ კვლევის შედეგების მიზეზებზე ისაუბრა. 

„ეს იმით შეიძლება, აიხსნას, რომ ჩვენი ხელისუფლება საქართველოს განიხილავს, როგორც გამონაკლისს. ყველა ქვეყანაში რუსული პროპაგანდაა და ჩვენ ისევ ვიქცევით, თითქოს, ჩვენთან ეს ყველაფერი არ არის,“ - აღნიშნა ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძე NDI-ის კვლევის იმ შედეგსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 41%-ს მიაჩნია, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით, რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ. ხარშილაძის შეფასებით, "სინამდვილეში, რუსეთი დღეს უფრო ხულიგანია". 

 

დღის ამბები