17 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
8 წლიანი პატიმრობა „ბახალას“ და საზოგადოების პროტესტი - სასამართლოსთან ინციდენტის დროს 2 პირი დააკავეს

8 წლით თავისუფლების აღკვეთა გიორგი გიორგანაშვილს მოსამართლე შორენა გუნცაძემ შეუფარდა. მსახიობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო, ხელბორკილი დარბაზშივე დაადეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

იმას, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ნარკოტიკები არ ჰქონდა, სასამართლოს დარბაზში ამტკიცებდა ის ტაქსის მძღოლი, რომლის მანქანაში გიორგანაშვილი პოლიციამ დააკავა, თუმცა ეს ჩვენება სასამართლომ არ გაითვალისწინა.

გიორგი გიორგანაშვილის უდანაშაულობის დამტკიცებას მსახიობის ადვოკატები სააპელაციო ინსტანციაში ეცდებიან.

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის დაკავებას მოჰყვა. ის მანდატურის სამსახურმა მას შემდეგ დააკავა, რაც წიქარიშვილმა ნასროლი ქვით სასამართლოს შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვრია. ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება, მის საქმეს სასამართლო ხვალ განიხილავს.

ამავე ინციდენტის დროს დააკავეს და 500-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს, მსახიობი თორნიკე ბზიავა.

მსახიობი ბახალა 2017 წლის იანვარში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები