18 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
ახმედ ჩატაევის საქმის გაგრძელება - სამების ტაძრის მშენებელი ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

სამების საკათედრო ტაძრის მშენებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა. ანატოლი ბერძენიშვილის და ყვება, რომ სპეცრაზმმა ქვის ოსტატი მაშინ დააკავა, როდესაც ქუჩაში მცირეწლოვან შვილს ასეირნებდა.

დაკავებულის ოჯახი ადასტურებს, რომ ბერძენიშვილი თურქეთში სარფის გავლით ხშირად გადადიოდა, თუმცა განმარტავს, რომ ოსტატი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ეკლესია-მონასტრებს ათვალიერებდა, საუკუნეების წინ აშენებული ქართული ტაძრების ქვის თლის ტექნოლოგიას სწავლობდა, რომლითაც შემდეგ საქართველოში ეკლესიებს აგებდა.

სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებულის ოჯახიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით, ბერძენიშვილის პერსონალური კომპიუტერი, მეხსიერების ბარათები და მობილური ტელეფონი ამოიღეს.

ოჯახი ბერძენიშვილის პანკისის ხეობასთან კავშირისაც ადასტურებს, თუმცა განმარტავენ, რომ ხეობაში მისი ახლო მეგობარი, ხიზიე მარგოშვილი, ცხოვრობდა. ის სუს-მა ის რამდენიმე კვირის წინ დააკავა და ტერორიზმის დაფინანსებასა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობას ედავება. ბერძენიშვილის ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნაცნობობა აკავშირებდა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ და შემდეგ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილთანაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანატოლი ბერძენიშვილი თურქეთში ახმეტ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად იმყოფებოდა.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

 

  

დღის ამბები