21 დეკემბერი 2024,   17:49
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი ახალ მიწის ნაკვეთს მიიღებს

ბიძინა ივანიშვილი ახალ მიწის ნაკვეთს მიიღებს. თბილისის მერიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ დეტალებს არ ასაჯაროებს. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ესტაკადის აშენებისთვის საჭირო ნაკვეთის სანაცვლოდ, დედაქალაქის ადმინისტრაცია მზად არის ოლიგარქს მიწა გაუცვალოს, მაგრამ ირკვევა, რომ ივანიშვილის კომპანია „ინვესტ კაპიტალი“ არა რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის, არამედ მთელი იპოდრომის შესაბამის ფართს ითხოვს. ამ ეტაპზე უცნობია სად მიიღებს ივანიშვილის კუთვნილი კომპანია სანაცვლო ფართს.

დავით ნარმანიას მერობისას ესტაკადის პროექტის ჩავარდნა ხეების მოჭრაზე უარმა გამოიწვია - კახა კალაძე კი პროექტის განსახორციელებლად გამოსავალს მთელი იპოდრომის გადაცვლაში ხედავს. 

დღის ამბები