21 დეკემბერი 2024,   18:05
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრმა დავოსში ვიზიტი შეაფასა

დავოსში ვიზიტი პრემიერმინისტრმა, შეხვედრების დასრულების შემდეგ შეაფასა. ქართული დელეგაცია ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენსაც შეხვდა, სადაც გასახორციელებელ ენერგოპროექტებზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან და ჩინეთთან მიღწეული ეკონომიკური შეთანხმებების შესრულებას იწყებს.

პრემიერი არ გამორიცხავს, რომ 2030 წლისთვის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს საქართველომ უმასპინძლოს.

„ჩვენ, პრაქტიკულად ვიწყებთ რეალიზებას იმ შეთანხმებების, რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ. ამიტომ, ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეხვედრები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები