21 დეკემბერი 2024,   18:02
ვრცლად
დავით შუკაკიძესთან პალატაში გამომძიებლები იმყოფებიან

"ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" წევრის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე, გამოძიება ჯგუფური თავდასხმის მუხლით დაიწყო. დავით შუკაკიძესთან პალატაში ამ წუთებში გამომძიებლები იმყოფებიან და მომხდარის დეტალებზე კითხავენ.

თავად შუკაკიძე მომხდარს სუს-ის უფროსის მოადგილეს იოსებ გოგაშვილს უკავშირებს და აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის წინ მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც ის გოგაშვილის კავშირებთან დაკავშირებით საუბრობდა.

„მე გოგაშვილის შესახებ დავწერე სტატია, მართალი სტატია. მე გახლავართ პოლიტპატიმარი,  ე.წ. ყინწვისის დადგმული სპექტაკლის მსხვერპლი. ე.წ. სპეცოპერაციის. მანამდე გოგაშვილი კონტაქტობდა ამ ეროვნულ სარწმუნოებრივ მოძაობასთან და იმ ბოლო დღეს არ ფიგურირებდა არც ფიზიკურად და არც მოიხსენიებოდა მისი სახელი. მაშინვე გამოჩნდა მისი საეჭვო მისვლა-მოსვლიდან გამომდინარე ეჭვი. შევეკითხე ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს და მან მითხრა, რომ ეს ჩემთვის არის გაშიფრული აგენტი და ეს დიდი ფუფუნებაა, როდესაც იცი აგენტი ვინ არის და მარტივად მართავ,“ - განაცხადა დავით შუკაკიძემ და აღნიშნა, რომ მას აქვს გონივრული ეჭვი რომ მას ფიზიკურად სწორედ გოგაშვილის დაკვეთით გაუსწორდნენ.

დავით შუკაკიძეს ორი უცნობი პირი გუშინ დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები