21 დეკემბერი 2024,   17:48
ვრცლად
კონკურენციის სააგენტომ ნათელი პასუხი გასცა იმ კითხვებს, რაც არსებობდა საზოგადოებაში - ზაზა სოფრომაძე "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარზე 

კონკურენციის სააგენტოს მიერ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ეხმაურება. კერძოდ, საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც კომპანიის მოთხოვნის მიუხედავად, კონკურენციის სააგენტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებთან დაკავშირებით მოკვლევა არ დაიწყო.

ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტომ პირველადი დასკვნით ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით არსებობდა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში.

„ვერავის დავუშლით პირადი აზრის გამოხატვას, ბუნებრივია. მე მგონი დღეს კონკურენციის სააგენტომ ნათელი პასუხი გასცა იმ კითხვებს, რაც არსებობდა საზოგადოებაში. არც ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს საკითხი განეხილა. იქ ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებებიც არის და ამ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში,“ - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევის დადგენას და მოკვლევის ჩატარებას ითხოვდა. კონკურენციის სააგენტომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოკვლევა დაიწყება მეშვიდე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.

კომპანია ასევე მოითხოვდა, კონკურენციის სააგენტოს შეესწავლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვის საკითხი.

ამავე თემაზე
დღის ამბები