21 დეკემბერი 2024,   17:56
ვრცლად
წყალტუბოში ყოფილ სანატორიუმ ”გეოლოგში” მცხოვრები დევნილები ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

წყალტუბოში ყოფილ სანატორიუმ ”გეოლოგში” მცხოვრები დევნილები ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დაზიანებულია წყლის სისტემა, რის გამოც სარდაფი წყლით ივსება, ასევე დაზიანებულია საძირკველი და შენობა ავარიულია.

შენობაში მცხოვრები 40 ოჯახი, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიმართავენ და ექსპერტებს არსებული ვითარების შესწავლას სთხოვენ.

სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე წყლის სისტემის მოწესრიგებას შეეცდებიან, მოგვიანებით კი საკმარისი ქულების შემთხვევაში, ახალ ფართებს მიიღებენ.

დღის ამბები