21 დეკემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ანატოლი ბერძენიშვილს, რომელიც გამოძიების ვერსიით ჩატაევს საქართველოში შემოსვლაში დაეხმარა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების მტკიცებით ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევს ქალაქ ხოფაში შეხვდა და ტერორიზმში ბრალდებული პირები საკუთარი მანქანით საქართველოს საზღვრამდე, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლამდე მიიყვანა.

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატები კი ადასტურებენ ბერძენიშვილის ნაცნობობას ჩატაევთან, მაგრამ უარყოფენ მონაწილეობას ტერორისტულ საქმიანობაში. ადვოკატები ამბობენ, რომ ანატოლი ბერძენიშვილი თურქეთში სამშენებლო მასალის შეძენის მიზნით ხშირად მიემგზავრებოდა. ბერძენიშვილის ადვოკატები ამბობენ იმასაც, რომ საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაკავებულის ბრალეულობას დაამტკიცებს, არ არსებობს.

"კურიერის" ინფორმაციით ანატოლი ბერძენიშვილის დაკავება, ტერორიზმის საქმეზე ერთ- ერთი ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე მოხდა. რა თქვა ჩვენებაში ბერძენიშვილის შესახებ 26 დეკემბერს ერთ-ერთმა დაკავებულმა, ადვოკატები არ ყვებიან. იურისტებს ხელი სუს-მა საქმის მასალების გაუთქმელობაზე მოაწერინა.

ანატოლი ბერძენიშვილი სუს-ის ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა 2 დღის წინ დააკავა.ის უკვე მეხუთე ბრალდებულია, რომლიც სუს-მა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ აიყვანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები