21 დეკემბერი 2024,   17:48
ვრცლად
კალაძის ინიციატივა ტაქსების შესახებ - მძღოლები შემოსავლის წყაროს დაკარგვის მოლოდინში არიან

თბილისის მერი ახალი რეგულაციების ამოქმედებას აანონსებს. ინიციატივის მიხედვით, იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებმა საქმიანობა გააგრძელონ, კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ ნებართვა სწორედ მერიისგან უნდა მიიღონ. კახი კალაძე ფიქრობს, რომ ტექნიკურად გამართული და ჰიგიენური წესების დაცვით მომუშავე ტაქსები კლიენტების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარანტიაა.

მძღოლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მერიის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, უმუშევრები დარჩებიან და შიმშილობისთვის არიან განწირულები. ტაქსის მძღოლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

სამუშაოს დაკარგვის მოლოდინი ტაქსის ბევრ მძღოლს აქვს. თავადაც იციან, რომ მათი მანქანები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

რა უნარ-ჩვევების დაკმაყოფილება მოუწევთ მძღოლებს, უცნობია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეგულაციები ერთ-ერთ ყველაზე გაჭირვებულ ფენას დააზარალებს, სამაგიეროდ კი ხელსაყრელი პირობები შეუქმნის მთავრობის რჩეულ კომპანიებს.

იმისთვის, რომ დედაქალაქის მერიამ ტაქსების ლიცენზიების გაცემაზე ნებართვა მიიღოს, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

 

დღის ამბები