06 ოქტომბერი 2024,   08:03
ვრცლად
სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მაია გოიკოვიჩი უკვე შევხდა ირაკლი კობახიძეს და მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს სერბეთის სუვერენიტეტს მხარს უჭერს. სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პოზიცია, რომელიც გამოხატულია საქართველოდან სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა საქართველოს კოსოვოს არაღიარებისთვის. მადლობა საქართველოს, რომ მხარს არ უჭერს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა იუნესკო. ჩვენი მოლაპარაკებები შეეხო ასევე მხარებს შორის თანამშრომლობას, ჩვენს პროგრესს. ჩვენი საერთო მიზანი ესაა სრულუფლებიანი წევრეობა ევროკავშირში,“ - აცხადებს მაია გოიკოვიჩი.

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა ხანში საპატრიარქოში გადაინაცვლებს.

დღის ამბები