11 ოქტომბერი 2024,   21:40
ვრცლად
ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი - სერბეთის სპიკერმა საქართველოს საპატრიარქო განმარტების გარეშე დატოვა

სერბეთის სპიკერმა ისე დატოვა საქართველოს საპატრიარქო, რომ განცხადება ანატოლი ბიბილოვის ვიზიტზე არ გაუკეთებია. მაია გოიკოვიჩისგან ილია მეორე სწორედ იმის განმარტებას ელოდა, რატომ მიიღო ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი სერბეთის ეკლესიის მეთაურმა.

ანატოლი ბიბილოვმა სერბეთში ოფიციალური შეხვედრების გამართვა ვერ შეძლო, თუმცა, სეპარატისტულ რეგიონში ვიზიტისას სერბეთის პატრიარქის მონახულება შეძლო.

მაია გოიკოვიჩი თბილისში ანატოლი ბიბილოვის სერბული ვოიაჟიდან 2 კვირაში ჩამოვიდა და საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობის არაღიარების გამო მადლობა გადაუხადა. მაია გოიკოვიჩი ხვალ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება.

რამდენად მწვავე უნდა იყოს ხელისუფლების რეაქცია ოკუპირებულის რეგიონის დე ფაქტო ლიდერების ევროპაში მოგზაურობაზე, ამის შესახებ განსხვავებული პოზიციები აქვთ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს.

„ქართული ოცნებისთვის“ დახურულ შეხვედრაზე სერბი სპიკერის განმარტებები სრულიად საკმარისია. ოპოზიცია კი, ხელისუფლებას ასეთ თემებზე უფრო მეტ აქტიურობას ითხოვს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი თავის გეგმებს არ ცვლის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები