15 ოქტომბერი 2024,   23:39
ვრცლად
მდინარე კინტრიშიდან დიდი რაოდენობით ინერტულ მასალას იღებენ - ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

მდინარე კინტრიშიდან დიდი რაოდენობით ინერტულ მასალას იღებენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მასალა ბიძინა ივანიშვილის პროექტს ხმარდება და ყოფილი პრემიერის ხეების გადასაადგილებლად გზას აგებენ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებებს ეხება.

ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას და მდინარისთვის ჯებირების მოწყობას ითხოვს.

მდინარე კინტრიშის კალაპოტიდან ხშირი გადმოსვლის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასწორხაზოვნების სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. რისთვისაც მდინარიდან გარკვეული რაოდენობის ინერტული მასალის ამოღებაა აუცილებელი.

დადგენილი პირობით, ეს მასალა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარდეს. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ამის ნაცვლად, რეალურად კინტრიშიდან ინერტული მასალის საჭიროზე მეტ რაოდენობას იღებენ, ნაწილს ყიდიან, ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გადასატანი ხეებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ხმარდება.

"მაინინ გრუპი" ის კომპანიია, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ სამუშაოებისთვის კონკურსის წესით შეარჩია, მისი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ უკანონო არაფერი ხდება.

მდინარე კინტრიში დაცული ტერიტორიების ნაწილია და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ზედმეტი ჩარევა ამ ტერიტორიაზე ეკოლოგიურ საფრთხეს გაზრდის.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები