15 ოქტომბერი 2024,   23:50
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „რომეო და ჯულიეტას“ განახლებული ვერსია პრემიერისთვის ემზადება

2018 წლის პირველი საპრემიერო წარმოდგენისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „რომეო და ჯულიეტას“ განახლებული ვერსიით ემზადება. ლეონიდ ლავროვსკის ქორეოგრაფიული რედაქციის განახლებულ ვერსიაზე მისმა შვილმა, მიხაილ ლავროვსკიმ იმუშავა.

მრავალფეროვან და პერსონაჟებით სავსე საბალეტო წარმოდგენაში მთავარ პარტიებს ახალი თაობის მოცეკვავეები ასრულებენ.

ცნობილ საბალეტო დადგმას მაყურებლის წინაშე ამჯერად განახლებული ფორმით, დეკორაციით კოსტიუმებით და შემოკლებული ვერსიით წარადგენენ.

"რომეო და ჯულიეტას" განახლებულ ვერსიას მაყურებელი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველად ხვალ შეაფასებს. 4 დღიანი საპრემიერო წარმოდგენების შემდეგ, პროკოფიევის მუსიკაზე გაცოცხლებული შექსპირის ტრაგედია, თეატრის რეპერტუარში გადაინაცვლებს.

დღის ამბები