09 ოქტომბერი 2024,   01:11
ვრცლად
შექმნილია სამუშაო ჯგუფი - ნათია მეზვრიშვილი ნაკოპოლიტიკის რეფორმაზე

„ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი და მიდის ამ ჯგუფში მუშაობა,“ - ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, ნათია მეზვრიშვილმა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შსს-სთან ერთად შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ნარკოპოლიტიკის რეფორმირებაზე მუშაობს.

„როგორც კი პირველი შედეგები იქნება ცნობილი, გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. მუშაობა მიმდინარეობს ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროში შექმნილ ჯგუფში,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გუშინ პარლამენტის წინ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. „ბახალას“ სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აქციის ორგანიზატორები ნარკოპოლიტიკის რეფორმის დაჩქარებას ითხოვენ. არასამთავრობო სექტორი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გარდა, პოლიციის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზეც საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები