21 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
თბილისში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა დღეს თბილისში. დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკის გავლენა რეგიონზე და რეგიონში მიმდინარე პროცესები იქნება შეხვედრების მთავარი თემა. კონფერენცია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით და ”ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის” ფარგლებში იმართება.

ხვალ კი, კონფერენციას დაესწრებიან და დახურულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარე, ამერიკის და ევროკავშირის ელჩები საქართველოში და ასევე, უსაფრთხოების ქსელის წარმომადგენლები.

"კონფერენციის მიზანია, ვისაუბროთ იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ემსახურება. ეს საკითხები აქტუალურია მთელი რეგიონისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში საქართველო მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის. მთავარი საკითხია, რა სტრატეგია უნდა გამოიყენოს დასავლეთმა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს გავლენა და ამავდროულად, მისცეს ბიძგი დემოკრატიულ პროცესებს. ჩემი ინტერესი სწორედ ამ მიმართულებით შექმნილ ვითარებას ეხება,“ - განაცხადა "ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის" წევრმა ლინკოლნ მიტჩელიმ.

დღის ამბები