21 დეკემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ეს არის სისულელე - ოპოზიცია კასპის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ NDI-ის ხელმძღვანელისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნას ეხმაურება 

ოპოზიცია "ქართული ოცნების" კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

საქმე ეხება ლორა ტორტორნის "ფეისბუქ" პოსტს, სადაც ის წერს, რომ "ტრამპი ალბათ რუკაზეც კი ვერ იპოვის საქართველოს, არა თუ აკვირდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას". 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, "ქართული ოცნების" დეპუტატის მოთხოვნას „სისულელეს“ უწოდებენ და საბჭოთა პერიოდს იხსენებენ.

“ქართული ოცნების“ მხრიდან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა NDI-ის ხელმძღვანელისთვის დაახლოებით ნიშნავს იგივეს, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, როდესაც ერთ-ერთ "ჰოლივუდურ" თრილერში, ერთ-ერთ კრიმინალს გვარად ჰქონდა რუსთაველი და ეს გააპროტესტა საბჭოთა ინტელიგენციამ მაშინ. მოითხოვეს "ჰოლივუდს" ჯუმბერ პატიაშვილის თამადობით, რომ ბოდიში მოეხადა ქართველი ხალხისთვის. თავისუფალ ქვეყანაში ასეთ განცხადებებზე პასუხს არ თხოვენ, ეს არის სისულელე,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნიკა რურუამ.

ლორა ტორნტონის განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკად აღიქვა „ევროპულმა საქართველომ“.

NDI-ის დირექტორის განცხადება წარმოადგენდა ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკას ამერიკის მოქალაქის მხრიდან და არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის კრიტიკას, ეს ერთი საკითხი და მეორე - თუკი რამემ დააზარალა საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის „ქართული ოცნების“ ხუთწლიანი დეკლარირებული პოლიტიკა, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დისკუსიის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები