ატენის ქუჩის მაცხოვრებლების შენიშვნებს თბილისი მერმა უპასუხა. კახი კალაძე გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს. ადგილობრივები 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და მერიას გადაწყვეტილების გადახედვას თხოვენ. მათი განცხადებით, ბეტონის ახალი ცათამბჯენი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით შენდება.
ადგილობრივების სარჩელის საფუძველზე კორპუსის მშენებლობა სამივე ინსტანციის სასამართლომ შეაჩერა, თუმცა კალაძემაც, მისი წინამორბედების მსგავსად, კორპუსის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა.
„ყველანაირი სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება რაიმეს შეცვლა. მე მაშინაც განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროცესი, რომ თავიდან იწყებოდეს და ჩვენი მერიის გადასაწყვეტი იყოს, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს, ამ ტიპის, ამ დატვირთვით და ამხელა სართულიანი პროექტი არ განხორციელდებოდა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.