21 დეკემბერი 2024,   16:06
ვრცლად
მორიგი ფარსი „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებული საზოგადოებისთვის - ირაკლი აბესაძე მმართველი გუნდის ინიციატივას აფასებს

„ეს არის ცალსახად, მორიგი ფარსი „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებული საზოგადოებისთვის,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ მმართველი გუნდის ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური განაცხადია.

ირაკლი აბესაძის თქმით, მმართველი გუნდის განცხადებაში აღნიშნული ქმედება ისედაც დასჯადია თუ მოხდება წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. ირაკლი აბესაძის თქმით, მსგავსი განცხადება საზოგადოების ემოციებზე თამაშს წარმოადგენს.

„ეს არის მორიგი მცდელობა, იმოქმედონ ბოროტად ადამიანების ემოციებზე. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მოვიდა სათავეში რაფალიანცის მკვლელობით და ხელი შეუშალა შემდგომ საკითხის გამოძიებას, რომელიც არაფერს აკეთებს მუხტარლის საკითხის გამოძიებისთვის, რომელმაც არაფერი გააკეთა ციხეში წამებით მოკლული კორტავას გამოძიებისთვის, რომელიც არაფერს აკეთებს, გამოიძიოს არაერთი შემთხვევა ნარკოტიკების ჩადების და ეს დღესაც კი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით არის სწორედაც დასჯადი,“ - განაცხადა აბესაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები