21 დეკემბერი 2024,   16:20
ვრცლად
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - „კურიერის“ ინფორმაციით, რუსთავის მერის ნათესავი ე.წ. სტამბოლის ბაზარში მუშაობს 

„კურიერის“ ინფორმაციით, რუსთავის მერის ნათესავი ე.წ. სტამბოლის ბაზარში მართლაც მუშაობს, თუმცა ამ ფაქტს მერი ინტერვიუში  ცოტა ხნის წინ არ ადასტურებდა. ჭაბუკი ნოზაძეს შპს "ერთობის" იურისტის თანამბდებობა უკავია. 

"სტამბოლის" ბაზრის ყოფილი მეწილე ჭაბუკა ნოზაძემ სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ მას არანაირი რეკომენდაცია არ დასჭირვებია იმისთვის, რომ შპს „ერთობაში“ თანამდებობა დაეკავებინა. მისი თქმით, ადგილზე მუშაობა თავად ქუთათელაძის შეთავაზების შემდეგ დაწყო. მისი თქმით, სოსო ქუთათელაძესთან ბავშვობის მეგობრობა აკავშირებდა.  

„მე მთხოვა სოსო ქუთათელაძემ იმასთან დაკავშირებით, რომ სჭირდებოდა იურიდიული კონსულტაცია. მხოლოდ ეს ნაკლებად ეხებოდა თვითონ არსებულ სტამბულის ბაზარს. იქ საუბარი იყო სამაცივრო სისტემის გაშენებაზე სტამბოლის ტერიტორიაზე, ე.წ. ხილის მაცივრებთან დაკავშირებით. ასევე იყო კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ერთად ვაკეთებდით,“ - განაცხადა ჭაბუკა ნოზაძემ.

განცხადება გააკეთა ბაზრის დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ, რომელმაც აღნიშნა ჭაბუკი ნოზაძე 2-3 თევა ე.წ. სტამბოლის ბაზრის იურისტად მუშაობს. მისი თქმით, ნოზაძე რუსთავის მერთან არანაირ კავშირში არ არის.

„ჩვენ ჭაბუკის ვიცნობდით დიდი ხანია. არ გაგვიცნია გუშინ და გუშინ წინ. მანამდე ბაზართან შემხებლობა არ ქონია, ჩვენ გქონდა პირადი ურთიერთობა და ამ პირადი ურთიერთობით ავიყვანეთ სამსახურში,“ - განაცხადა მამუკა ცხოვრებაძემ.

დღის ამბები