21 დეკემბერი 2024,   16:25
ვრცლად
მამის მძევლები - 8 ბავშვის საქმით, რომელსაც წლებია მშობელი შინაპატიმრობაში ამყოფებს, სახალხო დამცველი დაინტერსდა

შინატყვეობაში მყოფი ბავშვების საკითხით სახალხო დამცველი დაინტერესდა. ნინო ლომჯარიამ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო. საუბარია ლენტეხის რაიონის სოფელ თხმელურში მცხოვრებ დევნოზაშვილების 10-სულიან ოჯახზე, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობს, მათგან 3 ქალიშვილი უკვე სრულწლოვანია, თუმცა არც ერთ ბავშვს საბავშვო ბაღსა და სკოლაში არ უვლია. ამის უფლებას ბავშვებს მამა არ აძლევს.

ბავშვების ტყვეობის შესახებ რეპორტაჟი "შაბათის კურიერში“ მომზადდა, რის შემდეგაც შსს-მ საქმე ძალადობის მუხლით აღძრა. თუმცა "კურიერისთვის" ცნობილია, რომ ამირან დევნოზაშვილთან სამართალდამცველები წლების წინაც იყვნენ მოსალაპარაკებლად,  მაგრამ უშედეგოდ.  "კურიერმა" ასევე მოიპოვა დოკუმენტი, საიდანაც დგინდება, რომ მამას მშობლის უფლება ლენტეხის რაიონულმა სასამართლომ ერთხელ უკვე ჩამოართვა, თუმცა ამავე უწყებამ ამირან დევნოზაშვილს ეს უფლება მალევე აღუდგინა.

საქმეში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ ფსიქოლოგებიც. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვების გარდა, მეუღლის მხრიდან არანაკლები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ დედაც იმყოფებოდეს.

21-ე საუკუნის ქართველი ტყვეობის ისტორიით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. "იუნისეფში" თვლიან, რომ სახელმწიფო სისტემა გამართულად არ მუშაობს, მაშინ როდესაც ასეთ პრობლემას ვერ ამჩნევს და უარესად მუშაობს როდესაც ამჩნევს და ვერაფერს აკეთებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები