21 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
ივანიშვილის ხეების გამო ანაკლიის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრები აყარეს - ადგილობრივების სახლებს საფრთხე ემუქრება 

ანაკლიაში ბოლო 4 თვის განმავლობაში ზღვამ რამდენიმე ოჯახის ეზო წაიღო და ტალღები უკვე სახლების საძირკველს მიუახლოვდა. სოფელ ანაკლიის მაცხოვრებლის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ხის გადასატანად ნაპირსამაგრი ფილები თვითნებურად მოხსნეს და ნავმისადგომის გასაკეთებლად გამოიყენეს.

საკარმიდამო ნაკვეთების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, სასწრაფოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს, თუ სპეციალურ კონსტრუქციებს დროულად არ დაამაგრებენ სახლებსაც ზღვა წაიღებს. ხელისუფლება ანაკლიელების ამ მოთხოვნას არ პასუხობს.

შავი ზღვის სანაპიროდან მოხსნილი, ნაპირსამაგრი რკინის კონსტრუქციები, "კურიერის" ინფორმაციით, სოფელ დარჩელში გადაიტანეს, სადაც ანაკლიასთან დამაკავშირებელი ხიდი სასწრაფოდ უნდა ააშენონ. ხიდი სამეგრელოდან გურიაში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში გიგანტური ხის გადასატანად სჭირდებათ.

ადგილობრივების ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად უკვე აყრილია 80 მეტრი ნაპირსამაგრი ნაგებობა.

სულ ბიძინა ივანიშვილს სამეგრელოდან ანაკლიის გავლით 14 სხვადასხვა ჯიშის ხის გადატანა აქვს დაგეგმილი.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები