21 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
NDI-ის ხელმძღვანელი ფეისბუქ პოსტის გამო, "ქართული ოცნებისთვის" ბოდიშის მოხდას არ აპირებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. NDI-ის ხელმძღვანელს მობოდიშებას „ქართული ოცნება“ ფესიბუქ პორსტისთვის სთხოვს. კონფლიქტის მიზეზი ლორა ტორნტონის შემდეგი პოსტი გახდა:

„გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა  მკითხა, ჩასვა თუ არა NDI-იმ გამოკითხვაში კითხვები შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ იმისთვის, რომ რამენაირად შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ლობირება გაეწია რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპი ალბათ რუკაზეც კი ვერ იპოვის საქართველოს, არათუ აკვირდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას აქედან“ - წერს ლორა ტორნტონი.

მმართველმა პარტიამ NDI-ის ხელმძღვანელის განცხადებაში საქართველოს შეურაცხყოფა ამოიკითხა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ოპოზიციისთვის უმრავლესობის ეს გაღიზიანება გაუგებარია. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველში" აინტერესებთ, რატომ მიიღო პირად შეურაცხყოფად "ქართლმა ოცნებამ" ამერიკის მოქალაქე ლორა ტორნტონის მიერ მისივე პრეზიდენტის კრიტიკა. 

დღის ამბები