09 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
სომხეთში ოპოზიცია ხელისუფლების გადადგომას ითხოვს

   

ერევანში სამი ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მიტინგი დაიწყო, რომლის მონაწილეებიც ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.  

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტს დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გამოხატავს, საზოგადოებრივ წესრიგს კი 14 ათასი სამართალდამცავი იცავს.

ეს აქცია სამი ოპოზიციური პარტიის იმ მრავალჯერადი  აქციების ნაწილია, რომელსაც ზაფხულიდან მოყოლებული მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ.

მათ 12 პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ, რომელიც, ძირითადად, სოციალური შინაარსისაა. თუმცა, ისინი უკვე ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

დღევანდელ მიტინგს ესწრება სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, გაგიკ ცარუკიანი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გამარჯვებამდე იბრძოლონ. მიტინგს ასევე ესწრება სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, რომელსაც მომიტინგეები ოვაციით შეხვდნენ.

დღის ამბები