26 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
იაპონიის მთავრობამ საქართველოს საპატრულო პოლიციას ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები გადასცა

იაპონიის მთავრობამ საქართველოს საპატრულო პოლიციისთვის ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები გადასცა. შს მინისტრრმა, გიორგი გახარიამ მანქანების გადაცემის ცერემონიაზე საპატრულო პოლიციაში სისტემური რეფორმების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, იწყება საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება ელექტრო და ჰიბრიდული მანქანებით.

მინისტრის თქმით, ქვეითი პატრულის რაოდენობა თბილისში იზრდება.

„შსს-ში ვქმნით მოქალაქეების მომსახურების ერთიან ცენტრს, ეს იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ სივრცეში ჩვენი მოქალაქეების მისაწოდებლად,“ - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 96 მანქანა იაპონიის მთავრობამ კორპორაცია „მუცუბიშისთან“ ერთად გადმოსცა ქართულ მხარეს.

„ეს გახლავთ 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრო მანქანა პატრულისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლების და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით. საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება გახლავთ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და შემადგენელი ნაწილი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

დღის ამბები