ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. სიწმინდის მოლოცვის საშუალება ყველა მორწმუნეს აქვს.
ტაძარში ქეთევან დედოფლის წინდა ნაწილები ხვალინდელი დღის ჩათვლით დარჩება, ამის შემდეგ მას უკვე ქაშუეთის ეკლესიაში გადააბრძანებენ, სადაც სამი დღის განმავლობაში დარჩება.
წმინდა ნაწილები საქართველო 6 თვით არის ჩამობრძანებული.
პარალელურად, დილიდან ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეუფე შიოსთან ერთად, საკვირაო წირვას აღავლენს.
ავტორი: თაკო სურგულაძე