18 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
კიევში მიმდინარე "იმპიჩმენტის მარშში" შინაპატიმრობაში მყოფი სააკაშვილიც მონაწილეობს

უკრაინის დედაქალაქში იმპიჩმენტის მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც მსვლელობის დასრულების შემდეგ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პოროშენკოსა და მისი გარემოცვის წევრების გადადგომა.

აქცია ტარას შევჩენკოს მოედანზე დაიწყო და მაიდანზე "სახალხო შეკრებით" გაგრძელდება. დღევანდელი მარში ბოლო თვენახევრის განმავლობაში სააკაშვილის მხარდამჭერების პირველი აქციაა.

საპროტესტო გამოსვლების განახლების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სააპელაციო სასამართლოში გააკეთა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და მიხეილ სააკაშვილს შინა პატიმრობა მიუსაჯა.

მიხეილ სააკაშვილი აქციებს ყოველ კვირა აანონსებს. 

დღის ამბები