ფოთში ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თავდამსხმელები ნიღბებით და შეიარაღებულები იყვნენ. წაღებულია თანხა, თუმცა მის ოდენობას ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს.
მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.