18 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე - ილია მეორემ დაავადებაზე საკვირაო ქადაგების დროს ყურადღება გაამახვილა

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სწორედ კაცობრიობის ამ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ სენზე გაამახვილა ყურადღება სიონში, საკვირაო ქადაგების დროს ილია მეორემ. საქართველოს პატრიარქმა დაავადებისგან განასაკუთრებით ბავშვების განკურნება ისურვა.

კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის მხრივ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. დღესვე სიონში ქადაგების დროს ილია მეორემ მრევლში იმედის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით არიან, ერთად დადიან. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა მწუხარებას ვგლოვობთ და ამას მოსდევს სიხარული. დღეს არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი,“ - განაცხადა ილია მეორემ.

 

დღის ამბები