This is a modal window.
სამხრეთ კაროლინაში სარკინიგზო კატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქ ლეგსინგტონთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ავარიის შემდეგ შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
სამგზავრო მატარებელს ნიუ-იორკიდან მაიამიში 140-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა. არის მსხვერპლიც.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, 70-მდე დაშავებულს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე მაშველებთან ერთად საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.