18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ხანძრის შედეგად დამწვარი სახლი - გურიაში შვიდსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ხანძრის შედეგად გურიაში უსახლკაროდ დარჩენილი შვიდსულიანი ოჯახი - სოციალურად დაუცველი ჭეიშვილები უკვე, თითქმის, ერთი თვეა, ხელისუფლებისგან დახმარებას უშედეგოდ ელიან. მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის შემდეგ დარჩა.

ჭეიშვილები იხსენებენ, რომ ხანძარი სახლს ისე სწრაფად მოედო, რომ ლანჩხუთის სახანძრო სამსახურმა ადგილზე მისვლა ვერ მოასწრო. მეხანძრე-მაშველებს სახლი მთლიანად დამწვარი და განადგურებული დახვდა.

ხელისუფლების დახმარებას ჭეიშვილები უკვე 20 დღეა, უშედეგოდ ელიან.

ადგილზე კურიერის გამოჩენის შემდეგ, ადგილობრივმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გაუცემელი დახმარების მიზეზად საჭირო დოკუმენტაციის მზადება დაასახელა და სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის გასაცემ კომპენსაციაზე ისაუბრა.

 

 

 

ავტორი: ლადო მენაბდე

დღის ამბები