ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები სრულდება.
ახალი ტურისტული სეზონიდან ეროვნული პარკის სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება შესაძლებელი. მოეწყობა საგამოფენო სივრცე, კაფეტერია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში ასევე განთავსდება ადმინისტრაციის ოფისი.