09 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
პუტინი მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოქმედების გადავადებას "ურჩევს"

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე, რომელიც მინსკში გაიმართა,  მოლდოვის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის კამათი გაიმართა. 

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„როიტერსის“ ინფორმაციის თანახმად, მოლდოვის პრეზიდენტმა პუტინს რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის გამო უსაყვედურა. პუტინმა კი განაცხადა, რომ  მოსკოვს ევროკავშირთან მეზობლების დაახლოების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ საკუთარი ბაზრის დაცვის ზომების მიღების უფლება აქვს.

"რუსეთი აწარმოებდა ინტენსიურ კონსულტაციებს ევროკავშირთან და უკრაინასთან. ამის შედეგად, მოვილაპარაკეთ ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ამოქმედების 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადადების შესახებ  და სად იყო მოლდოვა? რატომ მოლდოვასთან ვერ ავაწყვეთ ასეთი ურთიერთობა? ჩვენ ეს გვინდოდა და არაერთხელ მოგმართეთ. სამწუხაროდ, მკაფიო პასუხი ჩვენი მოლდოველი მეგობრებისგან ვერ მივიღეთ," -  განაცხადა პუტინმა  და მოლდოვას ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოქმედების გადავადება  ურჩია. 

დღის ამბები