26 აპრილი 2024,   11:18
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე და პანკისის სპეცოპერაცია - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს 

პარლამენტის ოპოზიცია აფგან მუხთარლის და პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის საქმეებზე, საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით არსებული კითხვები,  კვლავ  უპასუხოდ არის დარჩენილი.

ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დაბარების აუცილებლობაზეც საუბრობს. ინიციატივას დეპუტატები ბიუროს სხდომაზე დღეს დაარეგისტრირებენ.

„ბიუროზე მთავარი საკითხი იქნება მუხთარლის  საგამოძიებო კომისიის თემა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ რამდენჯერმე, შეტანილი გვაქვს კონკრეტული წინადადება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს საკითხი იყოს განხილული. დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სრულიად სამარცხვინო შეფასებები მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები